გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.1 პროფესორის 1 რეკომენდაცია;
1.2 პირადობის მოწმობის ასლი;
1.3 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
1.4 სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.5 სიგელები;
1.6 სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
1.7 ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
საბუთები მიიღება 2024 წლის 4 ივლისიდან – 11 ივლისის არაუგვიანეს 17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ანდღულაძე - ekaterine.andghuladze@tsu.ge